რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ვინაობა ცნობილია – სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ვინაობა ცნობილია. იგი ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილია. აღნიშნულ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს და მოქალაქეებს რაიმე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მითითებულ ნომრებზე დარეკვისკენ მოუწოდებს.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ფოტოზე აღბეჭდილი პირის – ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, დაგვიკავშირდნენ სატელეფონო ნომრებზე – 032 2 75 23 85, 577 28 25 19. პატიმარი ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან დღეს გაიქცა. მიმდინარეობს ძებნა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები