ნატა ფერაძემ სხვა მოსარჩელეებთან ერთად თბილისის მერიას სასამართლო დავა მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა მოსარჩელეების – ნატალია ფერაძის, ელენე მალაშევსკი-ჯაყელის, მარიამ ბაქრაძის, მარიამ ყანჩაველისა და ირაკლი ჯუღელის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ.
ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეებს მიეცათ შესაძლებლობა, განათავსონ კარავი თბილისის მერიის შენობის წინ, მოსარჩელეთა მიერ შერჩეულ ადგილზე (ადგილი, სადაც მოსარჩელეებს 2016 წლის 25 აგვისტოს ჰქონდათ კარვის განთავსების მცდელობა).
„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა მოსარჩელეების – ნატალია ფერაძის, ელენე მალაშევსკი-ჯაყელის, მარიამ ბაქრაძის, მარიამ ყანჩაველისა და ირაკლი ჯუღელის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ. მხარეთა შორის დავის საგანს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების (ქმედების) ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელეთა მშვიდობიანი შეკრების დაცვის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფის დავალდებულება წარმოადგენდა.
კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეებს მიეცათ შესაძლებლობა, განათავსონ კარავი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ, მოსარჩელეთა მიერ შერჩეულ ადგილზე (ადგილი, სადაც მოსარჩელეებს 2016 წლის 25 აგვისტოს ჰქონდათ კარვის განთავსების მცდელობა).
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9, მე-14 მუხლებით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა აღნიშნული ნორმებით დადგენილი შეკრების უფლების განხორციელების შემზღუდველი გარემოებები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაწესებული შეზღუდვა არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბმისად, სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, -აცხადებენ საქალაქო სასამართლოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები