საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები არ დაწყებულა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები არ დაწყებულა, – ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.
„არანაირი კონსულტაციები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით არ დაწყებულა და არც კანდიდატებზე ყოფილა კონსულტაციები“, – განუცხადა აბაშიშვილმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს – გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები