ლევან იზორია: ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსების ინსტრუქტორებს ამ ტიპის წვრთნების ჩასატარებლად უფლებამოსილება არ ჰქონიათ

ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსების ინსტრუქტორებს ამ ტიპის წვრთნების ჩასატარებლად უფლებამოსილება არ ჰქონიათ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
იზორიას თქმითვე, დაკარგული ჯარისკაცების საქმეში სამსახურეობრივი გულგრილობის ნიშნები იკვეთება.
თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მყვინთავ მებრძოლთა კურსები 2011 წლიდან ტარდება და წლების განმავლობაში შესაბამისი წვრთნებისთვის საჭირო პროცედურები გაწერილი არ ყოფილა. „ეს არის მყვინთავმებრძოლთა კურსები, რომელიც 2011 წლიდან ტარდება. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არ იყო გაწერილი პროცედურები თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს წვრთნები. ეს არის აქსიომა. ყველა თავდაცვის უწყებაში, უცხოეთის ქვეყნებში იქ სადაც წვრთნები უკავშირდება ჯარისკაცის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გარკვეულ საფრთხეს უქმნის მათ, აუცილებელია ამ პროცედურების არსებობა.

მე ვსაუბრობ ჯარისკაცების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და თუ ვამბობ, რომ ამ წლების განმავლობაში არ იყო ეს პროცედურები გაწერილი, უბრალოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენ და შეფასებები ამ შემთხვევაში ჩემი ამოცანა არ არის. მეორე ფაქტიც, საქართველოში არ არსებობს სერთიფიცირებული ინსტრუქტორი. შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ უფლებამოსილება როგორც ინსტრუქტორებს რომ ამ ტიპის წვრთნები ჩაეტარებინათ. აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები-სამსახურეობრივი გულგრილობა“, – განაცხადა იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძებნის ოპერაციაში თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟი იყო ჩართული, თუმცა 11 დღიანი სამუშაოების შემდეგ თურქულმა მხარემ სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. თურქული მხარის განმარტებით, ძებნის ოპერაციის გაგრძელება ამ ეტაპზე შედეგს ვეღარ გამოიღებს, რადგან მათი მხრიდან ყველანაირი რესურსი იქნა გამოყენებული,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები