გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს ბორჯომში მედიატურზე უმასპინძლა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ბორჯომის ხეობაში მედიატური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ჟურნალისტებმა ტყის მასივები დაათვალიერეს.
თავდაპირველად, ჟურნალისტებმა სოფელ დაბაში ის ადგილები დაათვალიერეს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, რუსული აგრესიის დროს დაიწვა. რამდენიმე ჰექტარზე, გამხმარი და გადამწვარი ხეები ამ დრომდე შემორჩენილი, რადგან კანონმდებლობა საშუალებას არ იძლევა, უვარგისი ხის მასალა ტყიდან იქნას გამოტანილი.
ხანძრისგან გადამწვარ ტყის მასივებში სხვადასხვა ჯიშის ხეებმა ბუნებრივად დაიწყო ზრდა. გარდა ამისა, ბორჯომის რაიონის სკოლის მოსწავლეების ჩართულობით, მოეწყო სასათბურე მეურნეობა, სადაც ათასობით სხვადასხვა ჯიშის ნერგი იქნა გამოყვანილი, რომლებიც გადაირგვება დამწვარი ტყის ფართობზე.
 
ჟურნალისტებს სამინისტროს წარმომადგენლებმა პლატო დაათვალიერებინეს, სადაც მავნე მწერებისგან დაზიანებული ათასობით ხე იჭრება და შესაბამისად მუშავდება, რომ დაავადებულმა ხეებმა დარჩენილი ტყის მასივი არ დააზიანოს.
 
ბორჯომის რაიონის სატყეო მეურნეობაში მიმდინარე სამუშაოები მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები