მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია ”სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა. როგორც მეტრეველმა დღეს პაატა ბურჭულაძესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ამის მიზეზი პაატა ბურჭულაძის რამდენიმე პარტიასთან გაერთიანება გახდა.
”არსებობს სხვადასხვა მიზეზები, რის გამოც ვიღაცასთან ერთად ჩემთვის ყოფნა მიუღებელია. ეს მიზეზები უკვე ითქვა, რომ ეს გაერთიანება ჩემთვის მიუღებელია. მე მინდა ამ პარტიას ვუსურვო წარმატებები და არჩევნებში გამარჯვება”, – განაცხადა მერაბ მეტრეველმა.
თავის მხრივ, პაატა ბურჭულაძემ მეტრეველს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მეტრეველის წასვლა პარტიისთვის დიდი დანაკარგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები