პროკურატურამ თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა მიიღო
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მიიღო. როგორც „კვირას“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში დღეს ბრიფინგი გაიმართება, სადაც დეტალები გახდება ცნობილი.