ეკა ბესელია: ჩვენ არ ვაპირებთ, პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგის ფერხულში ჩავებათ

“ჩვენ არ ვაპირებთ, პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგის ფერხულში ჩავებათ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ უბლოკო სტატუსსა და დავით უსუფაშვილის ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ცდილობს, მოიპოვოს ხმა და გადალახოს საარჩევნო ბარიერი, ეძებს თავის პოლიტიკურ ნიშას.
„ყველას შევახსენებთ, იგივე პარლამენტის თავმჯდომარესაც, რომელიც იყო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, აქაც შეეძლო ეს საკითხი დაეყენებინა, გაცილებით მეტი დრო იყო ამისთვის. დღეს მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს პარლამენტი ამ საკითხზე ვერ იმსჯელებს. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი, პარლამენტი გამოხატავს პირდაპირი დემოკრატიის გზით, ხალხის ნებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალმა პარლამენტმა, თუ საჭიროდ ჩათვლის, კიდევ ერთხელ შეიძლება იმსჯელოს ამაზე. თუმცა მიღებული გვაქვს არაერთი რეზოლუცია, არაერთი პოლიტიკური დოკუმენტი ამ პარლამენტში, რომელიც კონკრეტულად საგარეო კურსს ეხებოდა. კიდევ ერთხელ შევახსენებ იმათ, ვისთვისაც კითხვის ნიშნები საკუთარ გუნდში უჩნდებათ, მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და უკვე ველოდებით უვიზო მიმოსვლას არჩევნებამდე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები