ირაკლი სესიაშვილი შს მინისტრს ორი პოლიციელის დაჯილდოების თხოვნით მიმართავს

„ქართული ოცნების” თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, შს მინისტრს იმ ორი პოლიციელის დაჯილდოებას სთხოვს, რომლებმაც ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე გადაარჩინეს.
ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, გიორგი რომანიშვილმა და ბესიკ გულოშვილმა გმირობა ჩაიდინეს და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ორი არასრულწლოვანი და-ძმა გადაარჩინეს.
”დღეს პატივი მქონდა, შევხვედროდი ორ გმირ პოლიციელს, გიორგი რომანიშვილსა და ბესიკ გულოშვილს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სამაშველო ჯგუფის მოსვლამდე დაახლოებით 100 მეტრის სიღრმეში, სარწყავ არხში შეცურეს და ორი არასრულწლოვანი და-ძმის სიცოცხლე გადაარჩინეს. დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტრო სათანადოდ დააფასებს პოლიციელების გმირულ საქციელს. თუმცა, მე როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, მივმართავ შუამდგომლობით შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ გიორგი რომანიშვილი და ბესიკ გულოშვილი დაჯილდოვებული იყვნენ შესაბამისი უწყებრივი ჯილდოთი”, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები