„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქარის პირველი ელექტროსადგურისთვის საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზს აშენებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოში, ქალაქ გორთან ახლოს მშენებარე, ქარის პირველი ელექტროსადგურისთვის 35 კვ-იან საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზს აშენებს, რომლის სიგრძე დაახლოებით 7,5 კმ იქნება. ქარის პირველი ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატს შეადგენს.
ელექტროსადგურის ტერიტორიაზე განთავსდება 6 ერთეული ქარის გენერატორი, თითოეულის სავარაუდო სიმძლავრე 3.45 მგვტ იქნება. ტურბინა-გენერატორები ერთმანეთს მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზებით დაუკავშირდება, რომელიც შემდგომში, სსე-ის კუთვნილ ქვესადგურს „გორი-220“ მიუერთდება. პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ ასევე განხორციელდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის სამონტაჟო სამუშაოები, რომლის საშუალებითაც ქარის ელექტროსადგური სსე-ის სადისპეტჩერო ცენტრს დაუკავშირდება. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოებს სექტემბრის ბოლოს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები