პრეზიდენტი: გილოცავთ ლაშა ტალახაძის ოლიმპიურ ჩემპიონობას

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ძალოსან ლაშა ტალახაძის ოლიმპიურ ჩემპიონობას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
“გილოცავთ ლაშა ტალახაძის ოლიმპიურ ჩემპიონობას, პირველ ოქროს და  მსოფლიოს ახალ რეკორდს!”,- წერს მარგველაშვილი.
ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.
მან ატაცში 215 კილო დააფიქსირა, ხოლო აკვრაში – 247 კგ. საერთო ჯამში, ტალახაძემ 462 კილო დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი ძალოსანი ვეღარ გადაუსწრებს. მისმა მთავარმა მთავარმა კონკურენტმა, ირანელმა ძალოსანმა კი აკვრაში სამი ცდა გააცუდა და ლაშა ნაადრევად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
ირაკლი თურმანიძემ კი ატაცში 207 დააფიქსირა, აკვრაში კი – 241, ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მესამე ცდაზე ლაშა ტალახაძემ 258 დააფიქსირა ორჭიდში და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები