მარიამ ჯაში: ის, რომ “ქართული ოცნებას” წარმოვადგენ, ჩემთვის დიდი პატივია

„ის, რომ “ქართული ოცნებას” წარმოვადგენ, ჩემთვის დიდი პატივია, – განაცხადა “ქართული ოცნებიდან” სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მარიამ ჯაშმა გადაცემა 2030-ში.
მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის არჩევნებზე არანაკლებად მნიშვლოვანია.
“ჩემთვის ეს პირველი აქტიური პოლიტიკური ნაბიჯია. ბევრ მეგობარს და კოლეგას გაუკვირდა კიდეც ჩემი ეს გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები 2012 წლის არჩევნებზე არანაკლებად მნიშვნელოვანია. ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის უპრეცედენტო, ისტორიული შედეგები იქნა დადებული. ეს არის ფუნდამენტი, რომელსაც სტაბილურობა სჭირდება, რომ მიღწეული თავისუფლების ფონზე, სწრაფი ეკონომიკური განვითარებით, ჩვენი საზოგადოებისთვის მეტი სიკეთის მოტანა შევძლოთ”, – განაცხადა ჯაშმა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლებების ერთობლიობას სამგორის რაიონი ძალიან კარგად გამოხატავს. “მხოლოდ სამგორის რაიონში მოქმედი 11 უფასო სასადილო მოქმედებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სოციალური კუთხით, ძალიან დიდი პრობლემები ჯერ კიდევ გვაქვს; ასევე დიდი პრობლემაა ავარიული სახლები; წლების მანძილზე, კომპაქტურად დასახლებული მოსახლეობა შენობების დაკანონებას ითხოვს. მაქსიმალურად ვეცდები, მივიდე ყველა ეზოში და შევხვდე ყველა ოჯახს, რომ არა მარტო მათი მათი პრობლემები მოვისმინო, არამედ უკვე მეორე რაუნდის შეხვედრებში მათ ის რეალისტური გეგმა წარვუდგინო, თუ როგორ შეიძლება ამ ძალიან რთული პრობლემების მოგვარება”, – განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა. როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რჩება ძალიან დიდი პრობლემა შშმ პირთა ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის კუთხით. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც იგი მომავალში იმუშავებს შშმ პირთა საკითხი იქნება. “ეს იქნება ერთ-ერთი თემა, რომელზეც მე სიამოვნებით ვიმუშავებ. ასევე არის აქტიური დაბერების საკითხი, რომელიც საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია საქველმოქმედო კანონმდებლობაც. ბიზნესს ქველმოქმედების დიდი სურვილი აქვს, მაგრამ სტიმულის მექანიზმები ნაკლებად სისტემატიზირებულია და კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები