არჩილ თალაკვაძე: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ
„მნიშვნელოვანია, რომ არსებობს კარგი მზაობა საარჩევნო კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, არჩილ თალაკვაძე პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრა, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებსა და კახი კალაძესა და პარტიის სხვა ხელმძღვანელ პირებს შორის გაიმართა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრაზე შიდა კოორდინაციისა და საარჩევნო კანონმდებლობის დაცვის საკითხები განიხილეს.
„მნიშვნელოვანია, რომ არსებობს კარგი მზაობა საარჩევნო კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მოსახლეობასთან შეხვედრები დაწყებულია. პირადად მე გახლდით უკვე 20 სოფელში, შევხვდი ჩვენს მხარდამჭერებს და იგეგმება კიდევ უფრო ფართო შეხვედრები მოსახლეობასთა“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.