მამუკა მდინარაძე: ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მუშაობას გააგრძელებს, ეს არ ეწინააღმდეგება კანონს

მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელების მიუხედავად, ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მუშაობას გააგრძელებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
როგორც მდინარეძემ აღნიშნა, ლევან კობიაშვილს არც კანონი, არც ფედერაციისა და ფიფა-ს წესდებები არ დაურღვევია. მისივე თქმით, პარლამენტის წევრები ამავდროულად არიან სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები, შესაბამისად ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.
“წინააღმდეგ შემთხვევაში, ლევან კობიაშვილი მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სამართლებრივი თვალსაზრისით ყველაფერი არის კარგად. ლევან კობიაშვილი ჩვეულებრივად ფედერაციის პრედენტის ამპლუაშიც გააგრძელებს საქმიანობას. ფედერაციის და ფიფა-ს წესდება არ დარღვეულა, რადგან ფედერაციას შეუძლია, შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი. კობიაშვილი არის პოლიტიკურად მოტივირებული, თუმცა ეს არ უშლის ხელს, რომ ორგანიზაცია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, იყოს ნეიტრალური“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები