გია ვოლსკი: ლევან კობიაშვილის შემთხვევაში საარჩევნო კოდექსი არ ირღვევა

ლევან კობიაშვილის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა მის მაჟორიტარ კანდიდატობასთან შეუსაბამო არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა,  კობიაშვილის შემთხვევაში საარჩევნო კოდექსი არ ირღვევა.
“არანაირი შეუსაბამობა არ არის კობიაშვილთან მიმართებაში. მაგალითად, ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეა და თან – პარლამენტის წევრი. არ ვიცი,  ფედერაციის წესდებაში რა წერია, თუმცა როგორც ვიცი,  კანონი,  საქართველოს საარჩევნო კოდექსი ამით არ ირღვევა”,-აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ლევან კობიაშვილი “ქართული ოცნების” ღირსეული წარმომადგენელია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი  ლევან კობიაშვილი “ქართულმა ოცნებმა” მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები