დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონი ანგელა მერკელს შეადარა

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ კანდიდატი ჰილარი კლინტონი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეადარა. მისი თქმით, მერკელის პოლიტიკამ მიგრანტებთან დაკავშირებით გერმანიას კატასტროფა მოუტანა. „ჰილარი კლინტონს სურს ამერიკელი ანგელა მერკელი გახდეს. ჩვენ კი ვხედავთ, რა მოუტანა გერმანიას და გერმანელ ხალხს ამ მასიურმა იმიგრაციამ. ქვეყანაში დანაშაულმა ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ ამაზე ადრე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო. ეს სრული კატასტროფაა“ – განაცხადა ტრამპმა.
„რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ასევე გამოვიდა ინიციატივით იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, სადაც მაღალი ტერორისტული აქტივობა შეინიშნება, აშშ-ის ვიზებზე უარი ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ შეერთებულ შტატებში ჩასვლის მსურველთა სათანადო შემოწმება შეუძლებელია.
ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის გუანტანამოს ციხეს არ დახურავს.
ტრამპის ეს განცხადებები ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა. მისი თქმით, „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ “მან არ იცის შეერთებული შტატების კონსტიტუცია“. „ეს განცხადებები ძალზე სახიფათო ამერიკისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, ვინაიდან ტერორისტების და მათი პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს“ -აცხადებს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები