გიორგი გაბუნია – „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენციაზე: როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, შეხება გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან
“ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ვინაიდან როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, შეხება გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან,” – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენციის გამართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან საქმიანი შეხვედრა გაიმართა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ვინაიდან როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, შეხება გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან. იყო ძალიან საქმიანი, ღია დისკუსია, გულწრფელი საუბარი“, – აღნიშნა გაბუნიამ.