ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციის ვიზიტზე აშშ-ში: ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით ვინაიდან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“
“უკაცრავად ამ ტერმინისთვის და ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით ვინაიდან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ხელისუფლების ცვლილების ხუთი მცდელობა იყო რადიკალების მხრიდან, რომელიც პირდაპირ იყო შეთანხმებული იმ აქტორებთან, ვისთანაც ახლა ჩადიან მორიგჯერ. სავარაუდოდ, რევოლუციის მორიგი მცდელობა უნდა დაგეგმონ და ისე არ გამოუვათ, როგორც წინა ხუთი. ძალიან ბევრი ატყუეს რადიკალებმა, მდიდარმა „ენჯეოებმა“ თავის რეიტინგებთან და ბევრ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მათმა პატრონებმა ყველაფერი დაინახეს და ხედავენ, რომ ხალხის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მხარეს რომაა. უკაცრავად ამ ტერმინისთვის და ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით ვინაიდან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“. ახალს ვერაფერს შესთავაზებენ“ – აღნიშნა მაჭავარიანმა.