ბიძინა გიორგობიანი: ეკლესიის დისკრედიტაცია გარკვეულ ჯგუფებს უნდათ, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიას ასიამოვნონ

“ეკლესიის დისკრედიტაცია გარკვეულ ჯგუფებს უნდათ, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიას ასიამოვნონ, რომ აი, ჩვენ იმდენად პროევროპულები ვართ, რომ ჩვენთვის არაფერს ნიშნავს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და რომ მათ როგორმე დაანახონ, აი, ჩვენ თქვენიანები ვართ,” – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა.

„1995 წელს დაიდო კონკორდატი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის და ასევე 1995 წელსვე იქნა მიღებული არჩევნებისა და შიდა განაწესის წესი – როგორ ტარდება სინოდის სხდომა, არჩევნები და ასე შემდეგ. ყველაფერი არის გაწერილი, ყველაფერი კანონის მიხედვით მიმდინარეობს დღესაც. ტახტის მოსაყდრე შიო აკეთებს ყველაფერს ისე, როგორც წესი და დაწერილი კანონი მოითხოვს. მათ უნდათ, რომ გარედან, პოლიტიკური კულუარებიდან შემოიტანონ რაღაც შფოთი ეკლესიაშიც და საზოგადოებაშიც“, – განაცხადა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები