საკრებულოს წევრებმა სარევიზიო კომისიის სხდომაზე 6 საკითხი განიხილეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხზე იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებული ტენდერის შესწავლის (წინასწარი) საკითხი განიხილეს, რის შემდეგაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებზე (წინასწარი) იმსჯელეს.
დეპუტატებმა ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები (წინასწარი) და 2014 წლის 3 იანვრიდან სამსახურის გამოყოფამდე ჯანდაცვის კუთხით განხორციელებული საქმიანობისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ დაარსების დღიდან 2016 წლის 1 მაისამდე პერიოდში გაწეული საფინანო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები (წინასწარი) განიხილეს.
დღესვე კომისიის წევრებმა 2014 წლის 3 იანვრიდან სამსახურის გამოყოფამდე განათლებისა და სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა კუთხით განხორციელებული საქმიანობის და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ დაარსების დღიდან 2016 წლის მაისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებზე (წინასწარი), ასევე ისნის რაიონის გამგეობის მიერ 2014 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 მაისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებზე (წინასწარი) იმსჯელეს.
სხდომას სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები