საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილეს.
სხდომას თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დეპუტატებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანის საკითხები წარუდგინეს.
დღესვე, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების თაობაზე იმსჯელეს.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხს განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა. დარჩენილი საკითხები კი დამატებითი შესწავლის მიზნით შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრის თაობაზეც იმსჯელეს.
დეპუტატების ხმათა უმრავლესობით, გადაწყდა, რომ კომისიის თავმჯდომარის შორენა ბუხრაშვილის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას აღნიშნული კომისიის წევრი სოსო მანჯავიძე შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები