საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.
სხდომას, რომელსაც კომისიის წევრი რიმა ბერაძე უძღვებოდა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის უფროსის მოადგილე ესწრებოდა. თამარ მათიაშვილმა კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების პრივატიზებისა და ადგილმონაცვლეობის საკითხები წარუდგინა.
დეტალური განხილვის შემდეგ დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები