„ვაკის“ სოსისების ქარხანას თბილისში 8 900 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია გადაეცემა

13 ივნისის სტიქიის დროს დატბორილი „ვაკის“ სოსისების ქარხანას თბილისში 8 900 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია გადაეცემა.
ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა,,
როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, აღნიშნული ქონება 625 000 ლარად არის შეფასებული და შესაბამისად, საინვესტიციო ვალდებულება „აწარმოე საქართველოს“ ფარგელბში აღებული იქნება 3 755 000 ლარის ოდენობით.
მისივე თქმით, კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ძეხვისა და ანალოგიური ხორც-პროდუქტების სულ მცირე 1 450 ტონის წარმოებას განახორციელებს.
„თავდაპირველად 170 ადამიანი დაიწყებს მუშაობას, ხოლო საბოლოოდ აღნიშნულ კომპანიაში 190 ადამიანი დასაქმდება. ამ კომპანიას ძალიან ბევრი იცნობს, როგორც „ვაკის“ სოსისების საწარმოდ. ის 13 ივნისის წყალდიდობისას დაიტბორა და შესაბამისად, სწორედ ახლა ხდება რელოკაცია და ახალი ქონების გადაცემა. პრაქტიკულად ნულიდან ხდება აღნიშნული წარმოების აშენება”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები