დიმიტრი ქუმსიშვილი სამშენებლო კომპანიებს, ამბროლაურის აეროპორტის მშენებლობის ტენდერში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ყველა სამშენებლო და საპროექტო კომპანიას მოუწოდებს, მიიღონ მონაწილეობა ამბროლაურის აეროპორტის მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში.
„ვიწყებთ აეროპორტის მშენებლობას, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სხდომაზე გამოვიტანეთ ნებართვის მოწონება, რომლის მიხედვითაც, ჩვენ გამოვაცხადებთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს. მინდა, ყველა სამშენებლო და საპროექტო კომპანიას მოვუწოდო, მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში. ორი მიმართულება იქნება გამოტანილი – ერთი, ამბროლაური, სადაც 1 100 მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი იქნება ასაშენებელი, ასევე ტერმინალიც.
მეორე მიმართულება კი არის ინფრასტრუქტურის გაფართოება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ამბროლაურში, აეროდრომის მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება, – აეროპორტის მშენებლობის, აღჭურვის და ოპერირებაში შეყვანის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების სწრაფად შესრულების მიზნით, მთავრობა გამარტივებულ შესყიდვას მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები