ქუთაისის აეროპორტში ევროპის მიმართულებით არსებულ 4 რეისს, 7 რეისი დაემატება

23 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის მიმართულებით უკვე არსებულ 4 რეისს, 7 რეისი დაემატება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
სხდომაზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხსაც განიხილავენ. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო წელს მიიღებს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას.
„ჩვენ დღეს გამოგვაქვს ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაზრდილი მგზავრთანაკადის მომსახურებისთვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები