ნათია თურნავა: ”სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის მიმართ უპრეცედენტო ინტერესი დაფიქსირდა

”სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის მიმართ უპრეცედენტო ინტერესი დაფიქსირდა, – ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ ტექნოლოგიურ პარკში განაცხადა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, პროგრამის გამოცხადებიდან მოკლე ხანში 720 განაცხადი შევიდა, საიდანაც 140 მაღალტექნოლიგიურია, ხოლო დანარჩენი-ინოვაციური განაცხადია. მისივე თქმით, კონკურსის მეორე ეტაპი ნოემბერში დაიწყება.
„ეს არის სიახლის მატარებელი ბიზნესპროექტები, რომლებშიც ჩაერთვებიან ახალგაზრდები და არა მხოლოდ ისინი. ეს იქნება ახალი ბიზნესები, რომლებიც ახალ იდეებს, ახალ ცოდნას, ახალ ტექნოლიგიებს მოუტანს საქართველოს.
განაცხადებმა პრაქტიკულად ყველა სფერო მოიცვა – დაწყებული სოფლის მეურნეობიდან, დამთავრებული კომპიუტერული ტექნოლოგიებით. ძალიან ფართო ჩამონათვალია სხვადასხვა სფეროში, სადაც ჩვენი მოქალაქეები იჩენენ ინოვაციურობას და სურთ, რომ ახალი ბიზნესები შექმნან”, – განაცხადა თურნავამ.
ტექნოლოგიურ პარკში ,,სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში ჩამოსული სილოკონ ველის ექსპერტები ტრენინგებს ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები