ბარსელონის სასამართლომ სტეპან ჩერნოვეცკი გირაოს გარეშე გაათავისუფლა

12 აგვისტოს, ბარსელონის სასამართლომ, კიევის ყოფილი მერის ვაჟის სტეპან ჩერნოვეცკის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
სტეპან ჩერნოვეცკის ბრალად ედებოდა კატალონიაში ფულის გათეთრების ქსელის ხელმძღვანელობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობა.
სასამართლომ დაასკვნა, რომ დაკავების პროტოკოლში „მტკიცებულებები არ იყო დეტალიზებული, დასაბუთებული და არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ სავარაუდო დანაშაული დამტკიცებულიყო“.
შესაბამისად, სასამართლომ გაათავისუფლა ჩერნოვეცკი და კიდევ ორი უკრაინელი, რომლებიც მასთან ერთად დააკავეს.
მათ არანაირი ვალდებულება არ დაეკისრათ ,მათ შორის არც სასამართლოში პერიოდულად გამოცხადება და არც ესპანეთის დატოვების აკრძალვა.
„ესპანეთის სააპელაციო სასამართლო, სამი მოსამართლის შემადგენლობით, მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა ბრალდება, რომელიც ჩემს შვილს სტეპან ჩერნოვეცკის წაუყენეს, არ იყო დასაბუთებული და სტეპანს ნება დართო ნებისმიერ დროს დატოვოს ესპანეთი ყველანაირი აკრძალვის გარეშე. მაგრამ ადვოკატებისთვის საქმე მხოლოდ ახლა დაიწყო. სამართლიანობა სრულად უნდა აღდგეს და უნდა დაისაჯონ პროვოკატორები , ვინც პრესაში გააბუქა საქმე და ვის გამოც უდანაშაულო ხალხი ერთი თვე ესპანეთის ციხეში არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდა! სასამართლოს დასკვნა სრულად გამოქვეყნდება მაშინ, როცა დასრულდება მისი თარგმნა!“ -განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები