საქართველოს პრეზიდენტი “შენი ხმა ჩვენი მომავალია”კამპანიის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “შენი ხმა ჩვენი მომავლია” კამპანიის ფარგლებში ბაზალეთის საზაფხულო სკოლას ეწვია და პროექტის მეორე ეტაპის მიმდინარეობას გაეცნო.
გიორგი მარგველაშვილმა კამპანიაში მონაწილე ახალგაზრდებისგან ინფორმაცია მოისმინა საზაფხულო სკოლის აქტივობების შესახებ.
სტუდენტებმა პრეზიდენტს მცხეთაში გასვლითი ღონისძიებებისას, ამომრჩევლებთან პირისპირ შეხვედრების დროს მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. ქვეყნის პირველი პირი კონკრეტული მაგალითებით და შემთხვევებით დაინტერესდა, რომლის თაობაზეც პრეზიდენტსა და სტუდენტებს შორის დისკუსია გაიმართა.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა მოდელირებული საარჩევნო კამპანია და არჩევნები გამართეს, სადაც სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო მონაწილეობა, როგორც უბანზე მისულმა პირველმა ამომრჩეველმა.
ახალგაზრდული კამპანიის ფარგლებში საზაფხულო სკოლები ბაზალეთზე, ქობულეთსა და ბაკურიანში გაიხსნა, და ის საქართველოს კიდევ ხუთ ქალაქს მოიცავს. პროექტი 10 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები