გიორგი გვიმრაძე: საზოგადოებრივ მაუწყებელს არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა ”ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამა არ გაეშვა

საზოგადოებრივი მაუწყებელს არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა არ გაეშვა ხსენებული პოლიტიკური რეკლამა, მათ შორის ჩარეულიყო მის შინაარსობრივ ნაწილში – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა , გიორგი გვიმრაძემ პარტია ”ცენტრისტების” საარჩევნო კლიპის შესახებ განაცხადა.
აღნიშნული საარჩევნო კლიპი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა.
გვიმრაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და თანამშრომლები ემიჯნებიან პოლიტიკურ რეკლამის შინაარსს.
”ვიზიარებთ იმ შეშფოთებას და მდგომარეობას, რომელიც აქვს საზოგადოებას გასულ უფასო პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით. მინდა პირველ რიგში განვმარტო ის ნაწილი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელს არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა არ გაეშვა ხსენებული პოლიტიკური რეკლამა, მათ შორის ჩარეულიყო მის შინაარსობრივ ნაწილში და კანონმდებლობა ამას ცალსახად გვავალდებულებს, შესაბამისად რეკლამა განთავსდა ეთერში”, – განაცხადა გვიმრაძემ. ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ,რომ ”ცენტრისტების” საარჩევნო კლიპის საკითხის შესწავლა დაწყებულია.
შეგახსენებთ,რომ ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია ”ცენტრისტები” ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, ასევე საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას ჰპირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები