ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კანონი გაუმჯობესდება

მთავრობა “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის გაუმჯობესებაზე მუშაობს. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, კანონში უფრო მკაფიოდ ჩაიწერება, რას ნიშნავს თანამედროვე მონობის პირობებში ადამიანის ჩაყენება. შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე უკვე დაამტკიცა.
“გასულ წელს დავიწყეთ ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის წინაღმდეგ პროაქტიური პოლიტიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ ანტიტრეფიკინგის უწყებათშორისი საბჭოს ფარგლებში შექმნილია სხვადასხვა ინსპექტირებისა და კომპეტენციის მობილური ჯგუფები, გამომძიებელი უკვე თავის კაბინეტში არ ელოდება, რომ ამის შესახებ შეტყობინება მიიღოს. დღევანდელი ცვლილებები ხვეწს კანონს. კერძოდ, უკეთესი განმარტება იქნება კანონში იმის თაობაზე, თუ რა არის ადამიანის ექსპლუატაცია და რა არის თანამედროვე მონობის პირობებში ადამიანის ჩაყენება”, – განაცხადა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები