ტარიელ ხეჩიკაშვილი ბრაზილელ კოლეგას შეხვდა

რიო დე ჟანეიროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბრაზილელ კოლეგას, ლეონარდო პისიანის შეხვდა.
შეხვედრას, რომელიც რიოს ოლიმპიურ ბულვარში მდებარე” ბრაზილიის სახლში” გაიმართა, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ასევე საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიაში ოთარ ბერძენიშვილი, მისი მრჩეველი კოტე საბიაშვილი და ბრაზილიის სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტისა და ახაგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოლიმპიური თამაშების ფარგლებში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მინისტრებმა სპორტის სფეროში ინფორმაცია გაცვალეს, ასევე მიმდინარე რიო 2016-ის შესახებ ისაუბრეს და საქართველოსა და ბრაზილიის სპორტის სამინისტროებს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები დასახეს. მხარეთა შეთანხმებით, 2016 წლის ბოლომდე საქართველოსა და ბრაზილიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს უნდა მოეწეროს ხელი.
მემორანდუმი ბრაზილიის სპორტის მინისტრის საქართველოში საპასუხო ვიზიტისას გაფორმდება. ქართული მხარის შეთავაზება ლეონარდო პისიანიმ მიმდინარე შეხვედრის დროს მიიღო.
„ბრაზილიას უმაღლესი დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა. 2014 წელს ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზების შემდეგ, ქვეყანა ამჯერად ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია იმ ცოდნის გაზიარება, რაც ბრაზილიას დაუგროვდა სპორტული ღონისძიებების განხორციელების კუთხით, მით უმეტეს, რომ საქართველომ 2017 წელს არაერთ საერთაშორისო დონის სპორტულ ტურნირს უნდა უმასპინძლოს.
ჩემს ბრაზიელიელ კოლეგასთან შეხვედრის დროს საუბარი იყო სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაზე, ასევე ერთობლივი საწვრთნელი შეკრებების ორგანიზებაზე. ბრაზილიის სპორტის მინისტრის საქართველოში საპასუხო ვიზიტისას, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმს, რომელიც ქვეყნებს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო მჭიდროს და ეფექ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები