შეიარაღებულ ძალებში ქვიშის რაგბის ჩემპიონატი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქვიშის რაგბის შიდა ტურნირი გაიმართა. ტურნირს 3 აგვისტოდან 5 აგვისტომდე ქალაქი ბათუმი მასპინძლობდა.
შეჯიბრში შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ბრიგადების და დანაყოფების 9 გუნდი იღებდა მონაწილეობას. გუნდები წრიული სისტემით ეპაექრებოდნენ ერთმანეთს.
პირველი ფინალისტი I ქვეით ბრიგადასა და სპეციალური ოპერაციების ძალების გუნდებს შორის გაირკვა. დაძაბული მატჩი I ქვეითი ბრიგადის რაგბისტების სასარგებლოდ დასრულდა. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, აქ III ქვეითი ბრიგადის და IV მექანიზირებული ბრიგადის რაგბისტები დაუპირისპირდენ ერთმანეთს.
დაძაბული გამოდგა ფინალიც, სადაც I და III ბრიგადის რაგბისტები შეერკინენ ერთმანეთს. შეხვედრა I ქვეითი ბრიგადის დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები