გიგა ბოკერია გრიფით საიდუმლო საქმეზე დაიკითხება

  გიგა ბოკერიას პროკურატურაში ექსპრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტზე დაჰკითხავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
“15:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სახით, დაკითხვის მიზნით დაბარებულია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიორგი (გიგა) ბოკერია.
საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში,  ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს.
საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს”, -აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები