ალექსანდრე ჯეჯელავა: უმაღლესი განათლება მხოლოდ იმ ადამიანმა უნდა მიიღოს, ვინც აკადემიურ წარმატებას აღწევს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, უმაღლესი განათლება უნდა იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებულ აკადემიურ წარმატებას აღწევს.
როგორც მინისტრმა საზოგადოებისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ძალიან ბევრ ქვეყანაში, უმაღლეს განათლებას იმიტომ ჰქვია უმაღლესი განათლება, რომ ის არ არის საყოველთაო და საქართველოშიც ასე უნდა იყოს.
”ძალიან ბევრ ქვეყანაში, უმაღლეს განათლებას იმიტომ ჰქვია უმაღლესი განათლება, რომ ის არ არის საყოველთაო, ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. უმაღლესი განათლება უნდა იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებულ აკადემიურ წარმატებას აღწევს. დღესდღეობით, ეს 16% რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია, რადგან ზოგ ქვეყანაში ეს არის 25%, ზოგან 50%–იც და მეტიც. რაც უფრო ძლიერი უმაღლესი განათლების სისტემა აქვს ქვეყანას, მით უფრო ფრთხილად არჩევს მონაწილეებს”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები