“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ხელისუფლებას მათი აქტივისტების ოჯახებიდან ძროხების მოპარვაში ადანაშაულებს

“ნაციონალური მოძრობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი ხელისუფლებას მათ წევრებსა და აქტივისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
მისი განმარტებით, პარტიის რამდენიმე წარმომადგენელს ბოლო პერიოდში მსხვილფეხა პირუტყვი მოპარეს.
“ჩვენი ერთ-ერთი სოფლის, მერეთის კოორდინატორის ოჯახიდან კრიმინალების მიერ იქნა მოპარული მსხვილფეხა პირუტყვი. გარდა ამისა, 5 დღის წინ ჩვენი საკრებულოს წევრის, ივანე ნუსხელიძის ოჯახიდან გაიტაცეს 10 სული ძროხა, რაც ასევე მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება“, – განაცხადა ბადრი ბასიშვილმა და სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები