აკრძელული საგნის შენახვისთვის მსჯავრდებულებს ბრალი წარედგინათ
მსჯავრდებულებს: ვ.ნ.-ს, მ.კ.-სა და მ.მ.-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აკრძალული საგნის შენახვა-ტარების და სარგებლობის ფაქტზე ბრალი წარედგინათ. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, 2014 წლის 31 იანვარს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15 დაწესებულებაში მსჯავრდებულ ვ.ნ.-ს დაშლილი ერთჯერადი სამართებელი აღმოუჩინეს, რომელსაც ფარულად ინახავდა.
2013 წლის 1 ნოემბერს იმავე დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ მ.კ.-ს ჩამოართვეს „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და თვითნაკეთი ცივი იარაღი, ე.წ. „შტირი“, რომლებსაც კანონის საწინააღმდეგოდ ინახავდა და სარგებლობდა.
2013 წლის 14 აგვისტოს ალკოჰოლური სასმელი აღმოუჩინეს მსჯავრდებულ მ.მ.- ს. აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.