„ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სახლი გატეხეს

„ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თამარ ციხისელის სახლი გატეხეს. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში მოხდა. როგორც თამარ ციხისელმა ჟურნალისტებს განუცხადა, წაღებული არაფერია. დაზარალებული ვარაუდობს, რომ მძარცველებს პარტიის შესახებ ინფორმაციის წაღება სურდათ, თუმცა ვერ მოახერხეს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე კი აღნიშნულ ფაქტს პარტიის წევრების დაშინების მცდელობად აფასებს.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ნაძალადევის რაიონში პარტიის ოფისი გაქურდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები