კომისიამ ტელეკომპანიებს ”გურიას” და ”პიკს” ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გაუუქმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია „გურიისთვის“ და შპს „პიკისთვის“ ციფრული მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებებში ცვლილებები შეიტანა და ორივე კომპანიას აღნიშნული რესურსით სარგებლობის უფლება გააუქმა.
„საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების“ საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით, ყველა ადგილობრივ საეთერო ტელევიზიას, მათ შორის, შპს დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია „გურიას“ და შპს „პიკს“ რადიოსიხშირული სპექტრი ციფრული სატელევიზო ქსელის ორგანიზებისთვის მიენიჭა. ციფრული სატელევიზიო ქსელის აგების საბოლოო ვადად 2016 წლის 1 ივნისი განისაზღვრა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ორივე ტელეკომპანიამ – შპს დამოუკიდებელმა სამაუწყებლო კომპანია „გურიამ“ და შპს „პიკმა“, წერილობით აცნობა, რომ აჩერბს ტელემაუწყებლობას, რის გამოც ვერც ერთი კომპანია ვერ უზრუნველყოფს 2016 წლის 1 ივნისამდე ციფრული სატელევიზიო ქსელის აგებას, რაც შპს დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია „გურიისთვის“ და შპს „პიკისთვის“ ციფრული მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრის მინიჭების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევას წარმოადგენს და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველი გახდა.
კომისიის ორივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე“,-აცხადებენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები