“არასდროს მოხდება მსგავსი პოლიტიკური პარტიების შეცვლა და მათი საუბარი ყოველთვის სიყალბედ დარჩება”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის სტატუსს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” მომხმარებლების მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.
საქმე ეხება განცხადებას, რომელიც ჭიაბერაშვილმა 2000 წელს, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლამდე გააკეთა.
“ასეთი იდეოლოგიის მქონე ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება და დემოკრატიის სახელით ბრძოლა”.
“წელს დააკვირდით. მანიაკის გამეფებამდე 3 წლით ადრე აქვს ნათქვამი და აასრულეს კიდეც. არ უნდათ ამათ დემოკრატია და ამაში დავრწმუნდით იმ 9 წელში!
დაფიქრდით ხალხო სანამ არჩევნებზე ამათ შემოხაზავთ! ნუ იქნებით ამათი დანაშაულების თანაზიარნი!”
“ყურადრება მიაქციეთ ამ სუბიექტის და მისი პარტიის იდეოლოგიას.ესენი ლაპარაკობენ რებრენდირიგენულ პარტიაზე,კათარზისზე და ხელისუფლებაში ნათელი სახეებით დაბრუნებაზე.ხალხი,რომელთა ფასეულობას წარმოადგენს არა რაიმე კონკრეტული ღირებულებათა სისტემა,არამედ ის,თუ რა დასჭირდება ბელადს,და მის ბანდას.უნდათ ავტორიტარულ დემოკრატიას დაარსებენ,გინდა ფსევდოდემკრატიას,ხალხსაც აწამებენ,თუ საჭიროა არც აწამებენ,გააჩნია რას მითითებებს მიიღებენ რამოდენიმე”მოზგისგან”. საერთოდ არ მგონია რომ ეს ტექსტი მისი ნაფიქრია,და მითუფრო საშიშია ასეთი ხალხის ასეთი ბოდვა”
“ასეთი პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები მრავლად არიან “ნაციონალურ მოძრაობაში”, რომლებიც ამავე პათოსით მართავდნენ ქვეყანას. ამ ყველაფერმა დიდი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის წინსვლას.
ამიტომ არასდროს არ მოხდება მსგავსი ადამიანების თუ პოლიტიკური პარტიების შეცვლა და დემოკრატიის სახელით საუბარი ყოველთვის სიყალბედ დარჩება.”
“ესაა კლასიკური მიშმაკიაველიზმი-მიზანი ამართლებს საშუალებას(მაკიაველთან კავშირი არაა, რადგან მიზანი ხელისუფლებაში ყოფნა იყო)
ამათ თავისებურად ესმოდათ ყველაფერი და მიიღეს შესაბამისი პასუხი. ახლა გახდნენ დემოკრატიის მგოსნები:))) ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებს. ნანობენ,რომ ძალაუფლება არა აქვთ,თორემ შეცდომებს ნაკლებად” , – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები