ვარლამ ლიპარტელიანი – პრემიერი მეუბნებოდა ერის სიამაყე ხარო, მე კიდევ ჩემპიონი ვერ გავხდი

ძიუდოისტ, ვარლამ ლიპარტელიანს, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა.
ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” ვარლამ ლიპარტელიანის მეუღლემ, გიული ჭკუასელმა განუცხადა.
“ყველა აგვატირა. მე კი არა, მთელი საქართველო წერს, რომ მისი ემოცია გულისამაჩუყებელი იყო. ვერცხლის მოპოვება ოლიმპიურ თამაშებზე ძალიან დიდი შედეგია. ვარლამი ძალიან ემოციური ადამიანია. თავი დახრილი რომ ჰქონდა, იმას ნიშნავდა, რომ მთელ საქართველოს უბოდიშებდა. კიდევ უფრო ცუდად გახდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა დაურეკა. ყველაზე ცუდად მაშინ გახდა. პრემიერი მეუბნებოდა, ერის სიამაყე ხარო, მე კიდევ ჩემპიონი ვერ გავხდი”,- აცხადებს ლიპარტელიანის მეუღლე.
ქართველმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლიპარტელიანი ფინალში პირველ ნომრად განთესილ იაპონელ, მაშუ ბეიკერს დაუპირისპირდა, თუმცა მისი დამარცხება ვერ შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები