გივი თარგამაძის ძმა დაკითხვაზე გამოცხადდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გივი თარგამაძის ძმა, ზაზა თარგამაძე დაკითხვაზე გამოცხადდა. ზაზა თარგამაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რასთან დაკავშირებით აქვს კითხვები გამოძიებას. ზაზა თარგამაძის ადვოკატის ბექა ბასილაიას განაცხადებით, მისთვის ცნობილია, რომ თარგამაძე მოწმის სტატუსით დაიკითხება.

“კონკრეტულად რა საქმის ირგვლივ უნდა მოხდეს მისი დაკითხვა, ცნობილი არ არის. ჩვენ მზად ვართ, გამოძიების ყველა შეკითხვას ამომწურავად ვუპასუხოთ. ზაზა თარგამაძეს დასამალი არაფერი არ აქვს, რამდენადაც მის საქმიანობაში კანონსაწინააღმდეგო არაფერი ყოფილა”, – განაცხადა ადვოკატმა ბასილაიამ.

ზაზა თარგამაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე 11.00 საათზე იყო დაბარებული. გავრცელებული ინფორმააცით, გივი თარგამაძის ძმის დაკითხვა ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის საქმეს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები