სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნით, აქცია გაიმართა

პარტია ”ჩვენი სამშობლო” მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემას მოითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით პარტიამ უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებს უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა, რომელსაც აქციის მონაწილეებმა ერთობლივი პეტიცია გადასცეს, რომელსაც მათი თქმით, ხელს 100 ათასამდე ადამიანი აწერს.
დიპლომატის თქმით, ის აქციის მონაწილეთა პეტიციას უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას გააცნობს, რადგან ეს მისი ვალდებულებაა, თუმცა, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემას, ეს საკითხები მის კომპეტენციაში არ შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები