პრეზიდენტი მოსამართლეებს საჯარო დისკუსიებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მოსამართლეებს საჯარო დისკუსიებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამგვარი პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს.
„მინდა, გამოვეხმაურო იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს მედიაში, რომელშიც ჩართულნი არიან მოსამართლეები და პოლიტიკოსები, პროცესს, რომელიც სამწუხაროდ აზიანებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ინსტიტუტს.
მინდა, მოვუწოდო მოსამართლეებს, რომ შეეცადონ, თავი შეიკავონ საჯარო დუსკუსიისგან. მინდა, ვთხოვო პოლიტიკოსებს, იქნები მოხდეს სხვა თემებზე გადართვა. იმედი მაქვს მოსამართლეები და პოლიტიკოსები გაითვალისწინებენ, რომ პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, არსებობს რაღაცები, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.