თათუხაშვილის საქმეზე მისი ძმები და ანი ნადარეიშვილი დაიკითხება
შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დღეს მის ძმებს დაჰკითხავენ. დღესვე ამავე საქმეზე მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაკითხვაზე დაბარებულია ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი. ნადარეიშვილის განცხადებით, პროკურატურის კითხვები შალვა თათუხაშვილის მამის, გენერალ გოგი თათუხაშვილის მიერ შვილის დოკუმენტების გავრცელების საკითხს შეეხება. ანი ნადარეიშვილი პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.