საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“2016 წლის 10 აგვისტოს გვიან საღამოს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მარდინისა და დიარბაქირის პროვინციებში მოხდა მორიგი აფეთქებები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისთვის გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა არც საქართველოს საელჩოში და არც საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში.

საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებთან. სამინისტრო განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე დაკვირვებას და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას.

ამასთან, ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები:

+90 533 690 30 40 (ანკარა),
+90 541 326 22 26 (ტრაპიზონი),
+90 541 818 44 00 (სტამბოლი).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი:

(+995 32) 294 50 50 – სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე
(+995) 577 98 40 20 – 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთში, პროვინცია მარდინში, საავადმყოფოს შენობასთან აფეთქება მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, თავდამსხმელთა სამიზნე საავადმყოფოს ტერიტორიაზე მყოფი პოლიციის ავტომობილი იყო.
არსებული მონაცემებით, გარდაცვლილია 7 და დაჭრილია სულ მცირე 50 მშვიდობიანი მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები