იმ სასტუმროში, სადაც ხეჩიკაშვილი ცხოვრობდა, აფეთქება მოხდა – სამინისტრო განმარტებას აკეთებს

რიო დე ჟანეიროში, იმ სასტუმროში, სადაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე იმყოფებიან, აფეთქება მოხდა. თუმცა, ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მოადგილე აფეთქების დროს სასტუმროში არ იმყოფებოდნენ.
სასტუმროში, სადაც ოფიციალური დელეგაციის წევრები ცხოვრობენ, მათ შორის საქართველოს, უკრაინის და ბელარუსის მინისტრები.
სამართალდამცავებმა შენობის მიმდებარე ტეროტორიაზე საეჭვო ჩანთა შენიშნეს. უსაფრთხოების მიზნით, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები ჩატარდა. რის შედეგადაც მცირე აფეთქება მოხდა და საეჭვო ნივთი განაღმეს.
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები იმ დროს შენობაში არ იმყოფებოდნენ, – განუცხადეს „კვირას“ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები