გიორგი მღებრიშვილი შიდა ქართლში სამართალდამცველებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გორში, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გასვლითი თათბირი ჩაატარა. გიორგი მღებრიშვილი დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა. შს მინისტრმა, ადგილობრივ სამართალდამცველებთან ერთად, პრობლემური საკითხები, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და მათ ახალი დავალებები მისცა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს, რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვას.
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შს მინისტრმა სამართალდამცველებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები