პრემიერი: გიორგიმ ყველას დაგვანახა, თუ რას ნიშნავს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იცავდე შენი სამშობლოს ღირსებას

გიორგიმ ყველას დაგვანახა, თუ რას ნიშნავს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იცავდე შენი სამშობლოს ღირსებას, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას ეძღვნება.
“დღეს, გიორგი ანწუხელიძის ტრაგიკულად დაღუპვის დღეა. გიორგიმ ყველას დაგვანახა, თუ რას ნიშნავს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იცავდე შენი სამშობლოს ღირსებას და ამ გრძნობით გაჟღენთილი, ქედმოუხრელად შეეგებო სიკვდილს. ასეთი ადამიანები ქმნიან ისტორიას.  გიორგი ანწუხელიძე თანამედროვეობის ნამდვილი გმირია. ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე”, –

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები