გიორგი მარგველაშვილი: ქორწინების შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილოს საქართველოს პარლამენტმა

ქორწინების შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილოს საქართველოს პარლამენტმა, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, „ქორწინების შესახებ კანონში“ წარმოდგენლი ფორმულირება არ ექვემდებარება რეფერენდუმს.

„ქორწინების შესახებ კანონში“ წარმოდგენლი ფორმულირება არ ექვემდებარება რეფერენდუმს. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტყილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. ამავე დროს, კანონდებლობა კრძალავს კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღებას. შესაბამისად, თუ არსებოობს ასეთი სურვილი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდეს კონსტიტუციური ცვლილება, ასეთ შემთხვევაში, სრულიად ვეთანხმები საქართველოს პრემიერ მინისტრს, რომ შესაბამისი კანონპროექტი უნდა განიხილოს საქართველოს პარლამენტმა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად 30 ივლისს პრეზიდენტს გადაუგზავნა. საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: – “თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?”. კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს. ამ 30 დღის განმავლობაში მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის ან რეფერენდუმზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ. პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები