გირგვლიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გირგვლიანის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება, რომელიც პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის შუამდგომლობას განიხილავს. სასამართლო დათა ახალაიასა და ოლეგ მელნიკოვის დაცვის მხარის პოზიციასაც მოისმენს. ადვოკატის განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება საქმის არსებითად გადაცემის ან დევნის შეწყვეტის საკითხი. სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები